„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა
„თბილისის ურბანული ტყე“ - პროექტი, რომელიც თბილისის მერიასა და ფონდ „ქართუს” შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება, დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით, უკვე აღდგენილია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი და განახლებულია 45 კმ-მდე საფეხმავლო და ველობილიკი, მათ შორის, მოეწყო 20 კმ-მდე ახალი ბილიკი. რეკრეაციული მიზნებისთვის გაკეთდა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 24 მილიონი ლარია და მას სრულად საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.
