მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ის ზაჰესის იზოლატორშია. დღესვე გიორგი მალანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო იმსჯელებს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
