უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისშია
უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოშია. ბოლო 23 წლის განმავლობაში ამ დონის ვიზიტი ამ სახელმწიფოდან პირველია. შავკატ მირზიოევს უკვე უმასპინძლა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მხარეები სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმებასაც განიხილავენ, თუმცა ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებებს და მემორანდუმს. პარალელურად, თბილისი ერთობლივ ბიზნესფორუმსაც მასპინძლობს
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
