აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მოქმედ დირექტორს, ტომას ჰარდის შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ტალიაშვილი ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს მოქმედ დირექტორს, ტომას ჰარდის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საინვესტიციო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივებზე. ელჩმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის პოტენციალსა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს დაკავშირებადობის უზრუნველყოფის კუთხით. ტომას ჰარდიმ დაადასტურა სურვილი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. მსჯელობა ასევე შეეხო ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში განვითარებულ კონკრეტულ საკითხებსა და თანამშრომლობის ახალი დასაწყისის შესაძლებლობებს
