უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია
უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია. შავკატ მირზიოევი საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება
