ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და ოთხი ადამიანი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და ოთხი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ე.წ. ნარკოლაბორატორიაში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებისა და პრეკურსორების გამოყენებით, ნარკოტიკულ საშუალებებს ამზადებდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 41 ლიტრი „ალფა პვპ-ს“ შემცველი სითხე, 5 კილოგრამამდე „მეფედრონი“ , ასევე, 5 ლიტრი „მეფედრონის“ შემცველი სითხე და 2 კილოგრამამდე „ალფა პვპ“.დანაშული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
