აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გაიმართა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ოზურგეთში გაიმართა. აქციით გურიის რეგიონში მცხოვრებმა ასამდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია და რეკომენდაციები მიიღეს, ასევე, საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ. პროცესს აკვირდებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული.
