თავდაცვის უწყება დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს
თავდაცვის უწყება დაჭრილ მებრძოლთა დღეს აღნიშნავს. დაჭრილ მებრძოლებს კვირეულის გახსნა თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად ზრუნავს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციაზე, სოციალურ დაცვასა და სამედიცინო მხარდაჭერაზე. თავდაცვის მინისტრმა, განსაკუთრებით აღნიშნა ქართველი სამხედროების წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, რის გამოც მათ საერთაშორისო პარტნიორების აღიარება დაიმსახურეს. ირაკლი ჩიქოვანმა სოციალურ პოლიტიკაზეც ილაპარაკა და თქვა რომ დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატი 50%-ით იზრდება. დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმაც მიმართა. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დაჭრილ მებრძოლთა აქტიური ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში მიღებული ჯილდოების ექსპოზიცია მოეწყო.
