სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნიუ-იორკში, გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ნიუ-იორკში, გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლაშა მაღრაძემ საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მაღრაძის თქმით, საქართველო კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გლობალური ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხის დასაძლევად აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო თუ რეგიონულ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლაში საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატებით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. გაიმართა სამუშაო შეხვედრები ეროვნული და რეგიონული კონტრტერორისტული სტრატეგიებისა და ტერორიზმისა და მისი დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკების თემაზე. მასში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა გიორგი ბერიანიძემ.
