გენერალური ასამბლეის სხდომა
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 67-ე გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება. ასევე დასრულდა საქართველოს ნახევარწლიანი თავმჯდომარეობა. ჩვენი ქვეყანა 1992 წლის 25 ივნისიდან ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და შესაბამისად, ყველა ძირითადი პროცესის მონაწილეა. პაბსეკი შავი ზღვის აუზის 11 სახელმწიფოს აერთიანებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონი კრიტიკულ ეტაპზეა და მსგავს რეგიონულ ფორმატებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
