აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
აქტივისტი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც ძალადობასა და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმას ედავებოდნენ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. შეთანხმების მიხედვით, თამარ ლორთქიფანიძეს 1-წლიანი რეალური და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს.
