სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის
სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და სექტორული კავშირების შემდგომი განვითარება. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ირაკლი კობახიძე ასტანაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები, ყაზახეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. გაფორმდა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები.
