კულტურის მინისტრი, პირველ მოადგილესთან ერთად, რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის გახსნას დაესწრო.
კულტურის მინისტრი, პირველ მოადგილესთან ერთად, რეზო გაბრიაძის თეატრში ახალი კამერული კულტურული სივრცის გახსნას დაესწრო. პრეზენტაცია სიმბოლურად რეზო გაბრიაძის დაბადების დღეს გაიმართა. ახალი სივრცე კონცერტებს, შემოქმედებით საღამოებსა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა, რომელიც დიდი ხელოვანისა და მისი თეატრის შემოქმედებით გზას ასახავს.
