სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება
სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეების განხილვა აქტიურად გრძელდება. დღეს პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. საქმე სოციალურ ქსელში მოქალაქე ნოდარ რაქვიაშვილის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ კომენტარს ეხება. მოსამართლემ ნოდარ რაქვიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
