სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის
სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და სექტორული კავშირების შემდგომი განვითარება. პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ირაკლი კობახიძე ასტანაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები, ყაზახეთის პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან. გაფორმდა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები.
