"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის მას ორი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
