ქართული ოპოზიცია საქართველოს ირანთან ნებისმიერი ურთიერთობის წინააღმდეგია და ამას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ამართლებს სომხეთის პრემიერის გადაწყვეტილებას
ქართული ოპოზიცია საქართველოს ირანთან ნებისმიერი ურთიერთობის წინააღმდეგია და ამას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ამართლებს სომხეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას. ნიკოლ ფაშინიანმა ირანის დელეგაციას, ვიცეპრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ერევანში უმასპინძლა. ოპოზიციის ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოოს.
