თბილისში, მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
თბილისში, მხატვრულ ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. 4-დღიან შეჯიბრებაში 20 ქვეყნის 350-მდე ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების გარდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან თოთხმეტმა სპორტულმა კლუბმა იასპარეზა. ტურნირის მთავარი არბიტრი კი ქართველი ელისო ბედოშვილი იყო.
