გემოფესტი ქუთაისში
უკვე მესამე დღეა, ქუთაისის ცენტრში, სტუმრები და ადგილობრივები ტრადიციულ და განსხვავებულ იმერულ კერძებს აგემოვნებენ. ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და მეწარმეების ხელშეწყობა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მიზანია, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორია. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში და მიმდებარედ, კულინარიული ფესტივალისთვის სპეციალური სივრცეებია მოწყობილი. სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. მონაწილეობენ მეწარმეები იმერეთიდან და წელს პირველად აფხაზეთიდან.
