ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. ბენეფიციარებს თბილისიდან მიწვეულმა სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა გამოკვლევები ჩაუტარეს. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მედიკამენტებიც გადაეცათ.
