საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო
საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო. დააკავეს ერთი ადამიანი, ამოღებული ხელყუმბარები, მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1 200 ვაზნა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
