მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ახალგაზრდული კაპელისა და თბილისის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ახალგაზრდული კაპელისა და თბილისის ქალთა გუნდის კონცერტი გაიმართა. სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა. ეროვნული სასახლის ახალგაზრდულ კაპელას არაერთ მნიშვნელოვან ფესტივალსა და კონკურსში აქვს მონაწილეობა მიღებული. „თბილისის ქალთა გუნდი“ კი უკვე ათ წელზე მეტია მრავალფეროვან საგუნდო რეპერტუარს სთავაზობს მსმენელს.
