„ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქი“
პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურის მინისტრის მოადგილე „ევორა 2027 - ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სამხატვრო მიმართულების საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ლორენცო პაპაგალოს შეხვდა. მხარეებმა 2027 წლის პროგრამაში ქართველი ხელოვანებისა და ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულების ჩართვასა და წარმოჩენაზე იმსჯელეს. ქართული კულტურის ფართო წარმომადგენლობის ინიციატივა საორგანიზაციო კომიტეტმა წამოაყენა. პორტუგალიის ისტორიული ქალაქი ევორა 2027 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსს ატარებს. მასშტაბური კულტურული პროგრამა თებერვალში გაიხსნება.
