გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა
გერმანიაში პოლიციამ ხალხის გასაგრილებლად წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მხოლოდ შაბათს სამართალდამცველებმა 18 ათასამდე ლიტრი წყალი დახარჯეს. ცნობისათვის, პარასკევს გერმანიაში 41.3 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა. ანომალური სიცხის ფონზე გერმანული სარკინიგზო კონცერნი „დოიჩე ბანი“ და სხვა სარკინიგზო კომპანიები მგზავრებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ მგზავრობას საქალაქთაშორისო და რეგიონულ მარშრუტებზე.
