რობერტ ფიცო გამოეხმაურა უკრაინისთვის დახმარების ახალ ინიციატივას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია ნატო-ს სამიტზე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ეწინააღმდეგება ნატოს გეგმას, რომელიც 7-8 ივლისს ანკარას სამიტზე იქნება განხილული და უკრაინისთვის მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარების მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა. რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთს არ შეუძლია ხელი შეუშალოს სხვა ქვენებს, რომლებიც ომისთვის ემზადებიან, თუმცა უკრაინის სამხედრო სახსრების გადახდას არ აპირებს.
