ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა
ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად ანსამბლ „უშბას“ წევრებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარადგინეს. საღამოს დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ „ლეჩხუმის“ ვარსკვლავი. 45-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლმა „ლეჩხუმმა“ ღირსეულად წარმოაჩინა ლეჩხუმის ქორეოგრაფიული ტრადიციები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და არაერთი თაობა აღზარდა ქართული ხალხური ცეკვის სიყვარულით.
