ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ორშაბათს განმეორებით გასინჯავს
ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ორშაბათს განმეორებით გასინჯავს, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში გაფართოებული შეხვედრა გაიმართება და დაიგეგმება მკურნლობის შემდგომი ნაბიჯები. ამის შესახებ ცნობილი გუშინ მკურნალი ექიმის და პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ნახა თუ არა ექიმმა კადრები, სადაც ხოშტარიას მდგომარეობა განსხვავდება მათ მიერ აღწერილისგან, მკურნალმა მაკა იოსელიანმა კომენტარი არ გააკეთა. ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს პენიტენიციური სამსახურის ხელმძღვანელი.
