ამერიკული FARA-ს გამკაცრებას, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არგუმენტებით ხსნის
ამერიკული FARA-ს გამკაცრებას, გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არგუმენტებით ხსნის. ოპოზიციას გავლენა და ჩარევა, საქართველოსა და ამერიკაში სხვადასხვანაირად ესმის. საფრთხეს სხვა ქვეყანაში ხედავს საკუთარში კი ვერა. ამერიკული კანონის გამკაცრების დაანონსების შემდეგ, „ქართული ოცნება“ იხსენებს, როგორ აიძულებდნენ საქართველოს კანონების გაუქმებას შემდეგ კი ის დასავლურმა ქვეყნებმა თავადაც მიიღეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს უცხოური დაფინანსება იყოს სრულად გამჭვირვალე და გარე ჩარევებს სწორედ გამჭვირვალობით ებრძოლოს. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მტრული ძალების გავლენის, დეზინფორმაციის და ფარული უცხოური დაფინანსების პრევენციის აქტი“ მიიღო.უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი სუბიექტები, რეგისტრაციას თავს ვეღარ აარიდებენ.კომერციული სუბიექტებისთვის გათვალისწინებული გამონაკლისები აღარ იარსებებს
