სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში
სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში. ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობამ მოსახლეობა დააზარალა, დააზიანა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. დაიტბორა ქუჩები, ეზოები და სახლების პირველი სართულები, ასევე სახნავ-სათესი ფართობები. დაზიანდა ხიდების ნაწილი და ადმინისტრაციული ერთეულების შიდა გზები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები
