მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს. ქვეყნის მასშტაბით ურბანული და საზოგადოებრივი სივრცეების გამწვანებაა დაგეგმილი. რისთვისაც ათასობით ნერგი შეიძინეს. პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვითაც ინფრასტრუქტურა მხოლოდ ახალი ობიექტების მშენებლობას არ გულისხმობს. პროგრამის მიზანია საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების გაუმჯობესება, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერება და თანამედროვე, ადამიანზე ორიენტირებული გარემოს შექმნა. ხე-მცენარეების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულია საქართველოს ბუნებრივი პირობები. პროგრამა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რუსთავში დაიწყო. დაგეგმილია ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლისთვის მარადმწვანე ხე-მცენარეების დარგვა. და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში
