გეკა გელაძე სომხეთში, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო
გეკა გელაძე სომხეთში, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო. მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაცია და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს. სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ, ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს, გეკა გელაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა დაღუპული მესაზღვრეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს
