სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართა
სოფელ უდაბნოში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართა. დღესასწაულის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მთავარი თემა იყო დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორია VI საუკუნიდან დღემდე. გაიმართა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები, ასევე მონაწილეობა მიეღოთ ღვინის დეგუსტაციაში. მოეწყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა - გაყიდვა
