მეორე დღეა „გემოფესტს“ ქუთაისი მასპინძლობს
მეორე დღეა „გემოფესტს“ ქუთაისი მასპინძლობს. კულინარიული ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ხვალის ჩათვლით გაიმართება. „გემოფესტზე“ იმერეთიდან 20 მდე მეწარმე და 18 ვენდორი მონაწილეობს და წელს პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმეა წარმოდგენილი. მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. გასტრონომიული ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ გასართობ აქტივობებში
