სამუშაო შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, ასევე გურიის რეგიონში
სამუშაო შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო-სვანეთში, ასევე გურიის რეგიონში. სულხან თამაზაშვილმა პოლიციის დეპარტამენტებში, მიმდინარე სამუშაო პროცესები და საკითხები განიხილა. მოადგილეებთან ერთად მინისტრი რეგიონებში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია. სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა
