მას შემდეგ, რაც ამერიკაში FARA-ს კანონის გამკაცრება დაანონსდა, „ქართულ ოცნებაში“ აქტუალურია კითხვა, რატომ არ სჭირდება მსგავსი კანონი საქართველოს, თუ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა
მას შემდეგ, რაც ამერიკაში FARA-ს კანონის გამკაცრება დაანონსდა, „ქართულ ოცნებაში“ აქტუალურია კითხვა, რატომ არ სჭირდება მსგავსი კანონი საქართველოს, თუ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა საჭიროა. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ყველა სახელმწიფო ცდილობს, რომ უცხოური დაფინანსება იყოს სრულად გამჭვირვალე და გარე ჩარევებს სწორედ გამჭვირვალობით უნდა ებრძოლოს. ამერიკული საკანონმდებლო ცვლილებით, კომერციული სუბიექტებისთვის გათვალისწინებული გამონაკლისები აღარ იარსებებს და მათ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ
