პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ, დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გიორგი შარაშიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობდა, რომ თითქოს, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით კუთხეში იდგა. სწორედ ამ განცხადების დროს კი გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ირაკლი ხელაძეს შორის დაწყებული საუბარი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც შემდეგ სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. აღნიშნულ პროცესს სხდომათა დარბაზში თვალ-ყურს ადევნებდა პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საბოლოოდ, გახარიას პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დატოვა. ამ დროისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტუაცია განმუხტულია.
