რუსეთი ომს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ იდეურადაც აწარმოებს - ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნეტფლიქსის მიერ რუსული ანიმაციური სერიალის
რუსეთი ომს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ იდეურადაც აწარმოებს - ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნეტფლიქსის მიერ რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ ორი სეზონის ჩვენების უფლების შეძენას და აღნიშნა, რომ მულტფილმი კრემლის „რბილი ძალის“ ნაწილია, რომელიც საბავშვო გასართობ პროგრამაში ნერგავს პროკრემლისტურ და მილიტარისტულ გზავნილებს.
