გენერალური პროკურორის ანგარიში
პირველად პარლამენტში. გენერალური პროკურორი კანონმდებლებთან მოხსენებით მივიდა. გიორგი გვარაკიძემ გასული წელი შეაჯამა. სისხლის სამართლებრივი დევნა ყველაზე მეტჯერ ნარკოტიკულ დანაშაულზე დაიწყო. ბოლო 1 წელში, პროკურატურამ 64 მთელი 9 მეათედი პროცენტის შემთხვევაში არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება მოითხოვა. 2025 წელს დაზარალებულის სტატუსი 17 ათასზე მეტ ადამიანს მიენიჭა. ყველაზე ხშირად მოქალაქეები ქურდობამ, ოჯახში ძალადობამ, ძალადობამ, თაღლითობამ და სატრანსპორტო დანაშაულმა დააზარალა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
