საოჯახო კალათის საინფორმაციო პორტალი
13 ძირითადი მოხმარების პროდუქტი და 12 ქსელური მარკეტი. დღეიდან მომხმარებელი ელექტრონულად, ერთ სივრცეში გაეცნობა სპეციალური ფასებს. საოჯახო კალათი ყოველ კვირას განახლდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიან სტრატეგიას ეფუძნება. იგეგმება პორტალის განვითარება და მობილური აპლიკაციის შექმნაც.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
