კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა შექმნა
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა შექმნა. მომხმარებლები, სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში, ელექტრონულ კალათაში გაეცნობიან. პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებულები იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე განახლდება.
