ინგუში ბიჭის ამბავი
ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. 8 წლის ინგუში ბიჭი, რომელმაც მეგობრის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა, მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ცხედარი შემთხვევის ადგილიან 10 კილომეტრის მოშორებით მაშველებმა იპოვეს. ტრაგედია დიდი ტკივილით მიიღო საქართველომაც. მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო და გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და მთელ ინგუშ ხალხს, თანაგრძნობას უცხადებს.
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
