სდსს - დაარსებიდან 32 წელი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 32-ე წელს აღნიშნავს. უწყების თანამშრომლებს თარიღი პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მიულოცეს. მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, უწყების 32 თანამშრომელი სხვადასხვა ხარისხის მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას ასევე თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ.
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
