კრიზისი ბრიტანეთის მთავრობაში
ბრიტანეთის პრემიერს, რომლის მთავრობამ ტელეიმედის დასჯა გადაწყვიტა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულ მმართველად ასახელებენ. კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის ახალი კანდიდატის ლეგიტიმურობას, ეჭვქვეშ აყენებენ. პოლიტიკური კრიზისის ფონზე, კონსერვატიული პარტია და პარტია „რეფორმა“ ევროკავშირიდან გასვლის 10 წლისთავს აღნიშნავენ. აცხადებენ რომ მმართველი პარტია კვლავ ბრიუსელისკენ შებრუნებას ცდილობს, რაც მათი თქმით, ბრიტანელი ხალხის არჩევანს ეწინააღმდეგება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
