სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 32 წლისაა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 32 წლისაა. ეს დღე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მიულოცეს. ქვეყნის პირველმა პირებმა, სამსახურის წარმომადგენელთა მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილეს ყურადღება და მათ სახელმწიფოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა. საზეიმო ღონისძიებას თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ. დღესვე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, უწყების 32 თანამშრომელი სხვადასხვა ხარისხის მედლით დაჯილდოვდა.
