იტალიას, გერმანიას და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, დონალდ ტრამპი ისევ აკრიტიკებს
იტალიას, გერმანიას და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს, დონალდ ტრამპი ისევ აკრიტიკებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან ამერიკისთვის დახმარებაზე უარის თქმა „სულელური ნაბიჯია“ და დასძინა, რომ აშშ-მა შესაძლოა, პასუხად ანალოგიური პოზიცია დაიკავოს. ჟურნალისტებთან ტრამპმა განსაკუთრებული უკმაყოფილება კირ სტარმერის მისამართით გამოთქვა.
