ოპოზიციაში ვითარება კიდევ უფრო იძაბება
ოპოზიციაში ვითარება კიდევ უფრო იძაბება. მიხეილ სააკაშვილის თავდასხმებს ბადრი ჯაფარიძის და ნიკა გვარამიას საპასუხო განცხადებები მოჰყვა. ლელოს ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილი სხვებზე თავდასხმებით, საკუთარ პარტიაში არსებული კრიზისის გადაფარვას ცდილობს. ნიკა გვარამია კი ნაციონალური მოძრაობის და ნიკა გილაურის კავშირებსა და მოლაპარაკებებზე მიუთითებს, მათ შორის ფინანსების კუთხით. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს. სხვა პარტიების კრიტიკის შემდეგ, ის საკუთარი პარტიის წევრებს აკრიტიკებს
