ჩიკაგოში ბოლო 3 დღეში მომხდარ სროლის შემთხვევებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა
ჩიკაგოში ბოლო 3 დღეში მომხდარ სროლის შემთხვევებს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 38 კი დაშავდა. ჩიკაგოს პოლიციის ინფორმაციით, დროის ამ მონაკვეთში, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმების 20-ზე მეტი ინციდენტი მოხდა სხვადასხვა ადგილას. ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ილინოისის შტატის გუბერნატორი გააკრიტიკა. დონალდ ტრამპის თქმით, ჩიკაგოში ეროვნული გვარდიის შეყვანა და ერთ თვეში ქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.
