„ფერთა სიმფონია“- აჭარის ხელოვნების მუზეუმში, საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
„ფერთა სიმფონია“- აჭარის ხელოვნების მუზეუმში, საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი საეტაპო ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. გამოფენა 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
