სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება; გრძელდება სასამართლო პროცესებიც. დღეს სასამართლომ განიხილა მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე. მან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა მან დაადასტურა კომენტარის ავთენტიკურობა და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს. საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.
