სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის აღწერის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც საქსტატის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2024 წელს ჩატარებული აღწერის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხვი გაზრდილია 5.8%-ით ანუ 216 ათასი ადამიანით.
